
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის არბოშიკის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის ტერიტორია: საკლასო ოთახები, კიბის უჯრედები, იატაკები, დერეფნები, სველი წერტილები და კაბინეტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.