
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის ტერიტორია: საკლასო ოთახები, იატაკები, დერეფნები, სველი წერტილები და კაბინეტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები