მიქელიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს დისტანციურად ასწავლიან
31-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიქელიანის საჯარო სკოლა, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან  დაკავშირებით არ ჩამორჩა განათლების სამინისტროს მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეძლო სასკოლო თემის, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციების გამოყენება მოსწავლეებთან და მშობლებთან საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდება. 

„ვინაიდან, ჩვენს სოფელში არ არის  ინტერნეტთან წვდომა,  გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, შევთავაზეთ ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა, გამოგვეყენებინა მობილური ტელეფონებით ყოველდღიური კომუნიკაცია, კითხვა-პასუხი,  აზრთა გაზიარება,  დავალებების მოსმენა და მომდევნო მასალის გადაცემა მათთვის, ხალისით ვმუშაობთ ორივე მხარე.

ახლა  ტელევიზორიდანაც გვაქვს შანსი, მოვუსმინოთ  „ტელეგაკვეთილებს", რამაც ძალიან გაახალისა  მოსწავლეებიც და მშობლებიც. მათი სახელით უდიდესი მადლობა ჩვენ მთავრობას, საზოგადოებრივ მაუწყებლს და განათლების სამინისტროს, რომ ამ ჟამიანობის დროსაც კი ჩვენი მოსწავლეებისთვის ასე ზრუნავენ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203