ბაზალეთის საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
31-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

6 მარტს, სპეციალური ხსნარით დასუფთავდა სკოლის ტერიტორია: საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, იატაკები და კაბინეტები.

„სკოლაში ჩავატარეთ სამუშაოები, იმისათვის, რომ 16 მარტს გაგვეგრძელებინა სწავლა და ბავშვები მიგვეღო სუფთა და ჰიგიენურად დაცულ პირობებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203