საძელის საჯარო სკოლის მასწავლებელი კოლეგებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩასართავად საშუალებას სთავაზობს
31-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის საძელის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. პედაგოგი თინათინ გოგიაშვილი კოლეგებს სთავაზობს ვიდეოს, რომლის საშუალებითაც მარტივდება მოსწავლეების ჩართვა სასწავლო პროცესში.

„წარმოგიდგენთ საიტს, რომლის მეშვეობითაც მასწავლებლები შეძლებენ მოსწავლეების ეფექტურად ჩართვას სასწავლო პროცესში, მოსწავლეები ხალისით გაიაზრებენ ნასწავლ მასალას, შექმნიან ელექტრონულ წიგნს, გაახმოვანებენ, ვიდეოს გადაიღებენ და დაამატებენ, დახატავენ და ა.შ. ამ საიტს ჩააშენებენ მასწავლებლები „თიმსში“ და ადევნებენ თვალყურს, როგორ მუშაობენ მოსწავლეები ელექტრონულ ბიბლიოთეკაში“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ თინათინ გოგიაშვილის ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203