მეძიბნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
31-03-2020
ქედის მუნიციპალიტეტის, მეძიბნის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
დისტანციურ სწავლებაში ყველა კლასის დამრიგებელი და საგნის პედაგოგია ჩართული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციას ისინი სრულად ითვალისწინებენ.
„პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ, გამოწვევას გამკლავებოდნენ შეძლებისდაგვარად. მათ მოახერხეს დისტანციური სწავლების დანერგვა, ონლაინ სწავლების პლატფორმის - teams-ის და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა მაღალი ჩართულობაც“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს