ხალას საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა
31-03-2020

სეიდ გვარიშვილის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალას საჯარო სკოლაში სადეზიფენქციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა.

„6 მარტს შპ „ქობულეთის დეზინფექციის სადგურის“ მიერ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები და დამხმარე შენობა-ნაგებობები.

ასევე სკოლის თანამშრომლების მიერ მოხდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება 28 თებერვალს, 9 და 10 მარტს. ლიზოფორმინის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლაში არსებული ინვენტარის ზედაპირები, კედლები, კარები, ფანჯრები და იატაკი. სკოლა მომარაგებულია სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებებით.

სასწავლო პროცესის განახლებამდე კიდევ ერთხელ მოხდება სკოლის სრული სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203