„ჩემი ქვეყნის სიმბოლოები“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-4 კლასს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდა
31-03-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

„ჩემი ქვეყნის სიმბოლოები“ - ასე ერქვა საგნის „მე და საზოგადოება“ გაკვეთილის თემას, რომელიც მე-4 კლასში ჩატარდა.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია ქობულია ხელმძღვანელობდა.

„როცა გაკვეთილის თემა ბადებს კარგ შეგრძნებას და ხარ ამაყი შენი ქართველობით! მადლობა ჩვენს მედიკოსებს, პოლიციას და ყველა იმ ადამიანს ვინც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენთვის! #დარჩი სახლში“,- წერია სკოლის წარმომადგენლის მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფოტოზე მე-4 კლასის მოსწავლე საბა თუთბერიძეა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203