კუჭატნის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო
31-03-2020
ყვარლის მუნიციპალიტეტის, კუჭატნის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო.

პედაგოგები მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის TEAMS-ის პლატფორმას იყენებენ. ​

„კორონავირუსის პანდემიის გამო აქტიური გახდა მოსწავლეთათვის გაკვეთილების დისტანციურად ჩატარება, მასწავლებლები მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის სხვადასხვა ინტერნეტრესურსსა და სოციალურ ქსელს იყენებდნენ, საბოლოოდ, კი ყველაზე ეფექტური საშუალება პროგრამა TEAMS-ი აღმოჩნდა, რომლის დანერგვასაც აქტიურად ცდილობენ სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203