წყალწმინდის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
31-03-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წყალწმინდის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები შპს „სადეზინფექციო სამსახური 2017-მა“ შეასრულა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის ტერიტორია: საკლასო ოთახები, იატაკები, დერეფნები, სველი წერტილები და კაბინეტები. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203