ობუჯის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
31-03-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს ინტერნეტი და სწავლების პროცესში აქტიურად ვერ ერთვებიან.

„სკოლის მასწავლებლებიც ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ დროის გამოწვევას. შეძლებისდაგვარად, ვახერხებთ დისტანციურ სწავლებას, ზოგი „თიმსით“, ზოგი ფეისბუქზე შექმნილი ჯგუფებით, მესენჯერით, ტელეფონით, მაგრამ ხელს გვიშლის შემდეგი გარემოებები: მოსწავლეთა უმრავლესობას არა აქვს წვდომა ინტერნეტთან, არა აქვთ ინტერნეტ მოწყობილობები, ზოგადად სოფელში ცუდია მაგთის დაფარვის ზონა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203