ხანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს დავალებებს ტელეფონით უგზავნიან
31-03-2020
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ხანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებთან კომუნიკაციას მხოლოდ ტელეფონის საშუალებით ახერხებენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ინტერნეტის არქონის გამო ისინი დისტანციურ სწავლებაზე ვერ გადავიდნენ. 

„ბავშვები დარეგისტრირებულები არიან „თიმსის“ პროგრამაში, მაგრამ სოფელი არის მაღალმთიან რეგიონში და არ აქვთ ინტერნეტი. ძირითადად პედაგოგებს ბავშვებთან კომუნიკაცია უწევთ ტელეფონის საშუალებით, უგზავნიან დავალებებს და ტექსტურ შეტყობინებებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203