ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, covid-19-ის შესახებ საინფორმაციო კამპანია განახორციელა
31-03-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მოსწავლეებს (V-IX კლასები) covid-19 -ის შესახებ ინტერნეტის გამოყენებით მიაწონდა ინფორმაცია.

მასწავლებელმა ამის შემდეგ მოსწავლეთა ჩართულობითა და საქართველოს წითელ ჯვართან თანამშრომლობით ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსზე.

მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია covid-19 -ზე, სადაც ეწერა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებასა და თავდაცვის გზებზე.

გარდაბნის ადგილობრივი ორგანიზაცია მადლობას უხდის სალომე ჯამბურიას და ფოლადაანთკარის ახალგაზრდა მოხალისეებს კორონავირუსის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანიისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203