ჭილურტის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
31-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭილურტის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დისტანციური სწავლება მიმდინარეობს სოციალური ქსელის საშუალებით, ასევე ტელეფონით, რადგან ყველა მოსწავლეს არ აქვს საშუალება და წვდომა ინტერნეტთან და კომპიუტერთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203