ანანურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
31-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტი არ აქვს, მასწავლებლები მათ ტელეფონით უკავშირდებიან და გაკვეთილებსაც უხსნიან.

„რადგან ჩვენი სკოლა მდებარეობს მთის ზონაში და ზოგიერთ მოსწავლეს აქვს ინტერნეტისა და კომპიუტერული მოწყობილობის პრობლემა, ამის გამო ვერ ხერხდება  დისტანციური სწალების წარმართვა. თუმცა „მესენჯერის“ საშუალებით შეიქმნა ჯგუფები. მასწავლებლები უგზავნიან დავალებებს მოსწავლეებს. საჭიროების შემთხვევაში ურეკავენ და უხსნიან გაკვეთილს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203