Covid-19​-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭილურტის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
30-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭილურტის საჯარო სკოლაში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის როგორც შიდა, ასევე გარე ტერიტორია. დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და კაბინეტები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203