თელავის N9 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
30-03-2020
თელავის N9 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

„კორონავირუსს დავამარცხებთ, უფრო სწორად, არ მივცემთ საშუალებას „შემოძვრეს“ ჩვენს ლამაზ და საყვარელ გარემოში! ვიზღვევთ თავს, ვუტევთ და ვებრძვით ყველა მიკრობსა და ბაცილას. ვაკრიალებთ გარემოს. სკოლის ყველა კუთხე-კუნჭულს სპეციალური ხსნარით ვამუშავებთ, არ გვრჩება უყურადღებოდ არც საკლასო ოთახები, არც სპორტული დარბაზი თუ ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, კოლიდორები, ფანჯრები, კარებები, სახელურები, ფოიე. 

ახლა ორი დღით გამოვკეტავთ სკოლის კარს, რომ შემდეგ, თქვენთვის, ჩვენო მონატრებულო და საყვარელო ბავშვებო, ფართოდ გავხსნათ და ცოდნისა და განვითარების საშუალება სუფთა და ჯანსაღ გარემოში მოგცეთ! გვჯერა, თქვენ სახლში ზედმიწევნით ზუსტად იცავთ ჰიგიენის წესებს, ხშირად იბანთ ხელს, უჯერებთ მშობლებს, კითხულობთ წიგნებს, ეზოში სეირნობთ სუფთა ჰაერზე. 

ეს კარანტინის პერიოდიც მალე გაივლის და ისევ ერთად გავაგრძელებთ სწავლა-სწავლების სახალისო და საინტერესო პროცესს", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203