ხანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დეზინფექცია ჩატარდა
30-03-2020
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, ხანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.