საშაბუროს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა
30-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის საშაბუროს საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენჯერმე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

სკოლის დირექციამ სპეციალურ სამსახურთან გააფორმა ხელშეკრულება. რაიონის სადეზინფექციო სამსახურმა კი სკოლის შენობა სპეციალური ხსნარებით დაამუშავა. გარდა ამისა, სასწავლო დაწესებულების შენობა და მიმდებარე ტერიტორია სკოლის თანამშრომლებმაც დაასუფთავეს.

„ვიცავთ მთავრობის, ჯანმრთელობის სამინისტროს, ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ყველა მითითებასა და რეკომენდაციას. ვრჩებით სახლში და  თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა, არ გავდივართ სახლიდან. 

ჩვენი სკოლის თითოეული თანამშრომლის, მოსწავლისა და მშობლის სახელით მადლობას ვუხდით ყველას,  ვინც იბრძვის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადამიანების სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისა და ვირუსის შეჩერებისათვის. ფარავდეთ მათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჯანმრთელობას, ენერგიასა და გამძლეობას ვუსურვებთ“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203