როდიონოვკის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის როდიონოვკის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები  გაკვეთილებს სასწავლო პროგრამა „თიმსში“ ატარებენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ სწავლების მიმართ პრობლემა აქვს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს. ძირითადი პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის, სოფლის გარკვეული ნაწილს არ აქვს ინტერნეტი და შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203