ოძისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის ოძისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სოფელში მოსწავლეთა უმეტესობას არ აქვს ინტერნეტი და შესაბამისი მოწყობილობები,  მიუხედავად ამისა, მასწავლებლები სხვადასხვა სოციალური გზებით მაინც ახერხებენ მოსწავლეებთან დაკავშირებას, ჯგუფების შექმნას და დავალებების მიცემას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203