ღრმაღელის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
30-03-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღრმაღელის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

6 მარტს სპეციალური სამსახურის მიერ დამუშავდა საკლასო ოთახების იატაკები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები.

სადეზინფექციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა და აქტიურად იყო ჩართული  სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი და სკოლის ტექნიკური პერსონალი.

„სკოლა მზადაა მოსწავლეთა მისაღებად და იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის დამარცხებას და სწავლაც განახლდება“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203