ობუჯის N1 საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
30-03-2020

ობუჯის N1 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა. სკოლის ტერიტორია, როგორც სპეციალური ხსნარებით, ასევე სველი წესით დამუშავდა.

„ისე, როგორც საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ობუჯის N1 საჯარო სკოლაშიც, 10 მარტს, მთელი გულმოდგინებით ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სველი წესით დამუშავდა საკლასო ოთახები და დერეფნები, აგრეთვე, იქ არსებული სასკოლო ავეჯი და სხვადასხვა ნივთები“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექციები ტარდება. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203