კვიახიძეების საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
30-03-2020
შუახევის მუნიციპალიტეტის, კვიახიძეების საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის საფეხურები, სათავსოები, სველი წერტილები და კაბინეტები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი მოლოდინში არიან, როდის დასრულდება გახანგრძლივებული არდადეგები.

საქართველოში გამოცხადებულ საგანგე​ბო მდგომარეობის გამო სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203