
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ახალ გამოწვევას - ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და დისტანციურ სწავლებას თავი კარგად გაართვეს.
„დავჯექი და დავიწყე აზრების დალაგება, რა და როგორ დამეწერა. დამეწერა ის, თუ როგორი მაგარი მასწავლებლები არიან ჩვენს სკოლაში, რომ დედამიწის ამ უეცარმა ელდამ როგორ განუვითარა ჩვენს მასწავლებლებს კომპეტენციები ციფრულ რესურსებში. ის, რომ მასწავლებლის სახლმა რაც ორი-სამი წლის მანძილზე ვერ შესძინა მასწავლებლებს ციფრულ წიგნიერებაში, სამი კვირის სახლში ჯდომამ, საყვარელი საქმის არდაკარგვის სურვილმა, მოსწავლეების მონატრების დაუძლეველმა განცდამ ისეთი ენერგიით მიაჯაჭვა მასწავლებლები კომპიუტერებს, რომ დარწმუნებული ვარ, სკოლაში დაბრუნების შემდეგ ძალიან საინტერესო და სრულიად ახალი სტილის გაკვეთილებს შესთავაზებენ მოსწავლეებს.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ღირებულებები, რასაც სამოქალაქო განათლება გვასწავლის-ტოლერანტობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თანადგომა, ტყისა და მიწის თითოეული გოჯის მოვლა, გაფრთხილება ასე რომ დაგვვიწყებია, განგებამ ძალიან მკაცრად გაგვახსენა, დიდი მსხვერპლის ფასად გაგვახსენა...
და ჩვენ გადავრჩებით!
ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს!
ერთმანეთის გაფრთხილება გადაგვარჩენს!
უფალი გვფარავდეს!“,- წერია დირექციის ინფორმაციაში.