აჭყვისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ
30-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვისთავის საჯარო სკოლა კორონავირუსთან დაკავშირებული გახანგრძლივებული არდადეგების გამო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
„სკოლის დირექციამ გაითვალისწინა მოსწავლეთა ხელმისაწვდომობა და საგაკვეთილო პროცესის გასაგრძელებლად აირჩია ონლაინსივრცე messenger-ი, რადგან ეს არის სივრცე, რომელზეც სოფელში ამ ეტაპზე ყველა მოსწავლესა თუ მშობელს ხელი მიუწვდება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
დირექციის ხელმძღვანელობით მოდიფიცირდა საგაკვეთილო ცხრილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს ონლაინ-გაკვეთილები.
მასწავლებლები დარეგისტრირდნენ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო პლატფორმაზე - Teams-ზე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს დღეებში შეძლებისდაგვარად ჩაერთვებიან მოსწავლეები და გაკვეთილებიც უფრო საინტერესოდ წარიმართება, რადგან პროგრამა Teams-ი იძლევა ამის შესაძლებლობას.
„30 მარტიდან ველოდებით „ტელესკოლის“ გაკვეთილებს. ჩვენი მოსწავლეები იქნებიან გაკვეთილების აქტიური მსმენელები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს