ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალგაზრდულ პროექტში წარმატება მოიპოვეს
30-03-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეები- ანი მწარიაშვილი, ნატალი მწარიაშვილი, და მარი პაპაშვილი ახალგაზრდულ პროექტში - „წიგნების თარო“ მონაწილეობდნენ.

ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ ითამაშეს. მოწინააღმდეგეები იყვნენ: თეკლა ჩოგოვაძე, გიო ბაქრაძე, გიორგი ჩიკვილაძე.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 29:26, გადავიდნენ მერვედ ფინალში და გააგრძელებენ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის“,- აღნიშნა ჩუმლაყის სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203