კოკოტაურის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020
ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაურის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, თუმცა როგორც სხვა სკოლებში, აქაც გამოიკვეთა დისტანციური სწავლების ხარვეზები. კერძოდ, მოსწავლეების ნაწილს არ აქვს ინტერნეტი.
„მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა და მათი გონება და უნარ-ჩვევები რომ არ მოდუნდეს, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე.
მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობა როგორია სახელმწიფოში, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ მხრივ, ფუფუნება არა გვაქვს რეგიონებში მცხოვრებლებს, ვგულისხმობ ინტერნეტს.
აქაც არ მოვიკიჭლეთ და არსებული რესურსით მხარი ავუბით დისტანციურ სწავლებას, შევქმენით სოციალურ ქსელში სკოლის და საგნების მიხედვით დახურული ჯგუფები და ე. წ. „მესინჯერში“ ვიდეო ზარებით ვახორციელებთ მოსწავლეებთან კავშირს და სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ინტერნეტრესურსების და სასწავლო მასალის მიწოდებას. აქაც პრობლემაა ის, რომ ყველა მოსწავლის მშობელს არ აქვს არც ტელეფონი არც ინტერნეტი, ხოლო ტელეფონი ვისაც აქვს, მას ამ პროგრამის მხარდაჭერა არ აქვს, ასეთ შემთხვევაში სატელეფონო ზარით ვეხმიანებით და ვაწვდით მასალებს.
სასურველია, არსებობდეს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემები და შემეცნებითი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით, ასევე აუცილებელია ინტერნეტი სოფლებშიც გვქონდეს, რეგიონის სკოლების კიდევ ერთხელ რომ არ დაიჩაგრონ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს