
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქართველ ექიმებს ნახატი მიუძღვნა.
„მადლობა ექიმებს, ვამაყობთ თქვენით“ - ასე დაასათაურა მე-4 კლასის მოსწავლე ელენიკო ცაავამ სიყვარულით შექმნილი ნამუშევარი.
„მადლობა მე-4 კლასის მოსწავლეს, ელენიკო ცაავას და მის დედიკოს ნახატის გამოგზავნისთვის. ნამდვილად მსოფლიო დონის საუკეთესო ექიმები გვყავს ელე!“- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.