გვარას საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
30-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, გვარას საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის ინვენტარი, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სპორტდარბაზი ვირუსის საწინააღმდეგო ხსნარებით დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ამ პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.