ძენწმანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ძენწმანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციას სკოლა სრულად ითვალისწინებს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაში ყველა კლასის დამრიგებელი და საგნის პედაგოგია ჩართული. პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ, გამოწვევას გამკლავებოდნენ. მათ მოახერხეს დისტანციური სწავლების დანერგვა, ონლაინ სწავლების პლატფორმის - teams-ის და learningapps -ის გამოყენებით. მნიშვნელოვანია მშობელთა მაღალი ჩართულობაც.   

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203