ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
30-03-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლა განათლების სამინისტროს მოთხოვნით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სწავლება მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
ამჟამად სასწავლო პროცესში მოსწავლეები შემდეგი პლატფორმებით არიან ჩართულები: ZOOM; Coogle Classroom; Teams; skype; Whatsapp.
„დირექციის მხარდაჭერითა და თანადგომით, შეიკრიბა პედაგოგიური საბჭო იმ საკითხების განსახილველად, თუ რომელი ალტერნატიული საშუალებებით იხელმძღვანელებდნენ პედაგოგები დისტანციური სწავლებით გადასვლაზე“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.