ლეღვას საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
30-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ლეღვას საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის ადმინისტრაციამ და კლასის დამრიგებლებმა უმოკლეს ვადაში გაარკვიეს თითოეული მოსწავლის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და ეს ინფორმაცია საგნის მასწავლებლებს გადასცეს.
ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არა აქვთ, დავალებებს სატელეფონო კავშირით ღებულობენ, რასაც კლასის დამრიგებლები ყოველდღიურად ამოწმებენ.
„ყველა მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ამ ყველაფერს ფეხი ძალიან იოლად აუწყვეს, პრობლემად რჩება გაუმართავი ინტერნეტი, ხშირია შემთხვევები, როცა ვიდეო გაკვეთილს ყველა ბავშვი ერთდროულად ვერ უკავშირდება, რაც შემდეგ აუცილებელს ხდის მასწავლებელს თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად დაუკავშირდეს და დავალების ინსტრუქციები გადასცეს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს