დაგვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
27-03-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლაში გაკვეთილების ახალი მეთოდით ჩატარება აქტიურად მიმდინარეობს.

ონლაინ გაკვეთილებში მოსწავლეები ხალისით ერთვებიან. მასწავლებლებმა ახალ გამოწვევას კარგად გაართვეს თავი და მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203