ლეღვას N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება
27-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ლეღვას N1 საჯარო სკოლის შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინტენსიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

სპეციალური ხსნარებით მუშავდება საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები და კაბინეტები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203