
თელავის მუნიციპალიტეტის ვანთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ გაკვეთილები Microsoft teams-ის საშუალებით წარმატებით მიმდინარეობს. დისტანციურმა სწავლებამ მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.