
თელავის მუნიციპალიტეტის ლაფანყურის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 6 მარტს სკოლის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარებით საფუძვლიანად დამუშავდა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები და კაბინეტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.