
COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
6 მარტს სკოლის შიდა და გარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა. დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სველი წერტილები და კაბინეტები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები