
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
12 მარტს, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია: საკლასო ოთახები, დერეფნები, კაბინეტები და სველი წერტილები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები