
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ნაკაიძეების საჯარო სკოლაში პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია: საკლასო ოთახები, დერეფნები, კაბინეტები და სველი წერტილები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.