
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლაში 16 მარტიდან ონლაინ-გაკვეთილები ესგ-ით გათვალისწინებულ საგნებში მიმდინარეობს, თუმცა მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას.
„თავდაპირველად, გაკვეთილები სატესტო რეჟიმით გამოიცადა სოციალურ ქსელში მშობლების აქაუნთების გამოყენებით. მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დიდი ნაწილი წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს (სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგიოლებული) ამიტომ კომპიუტერულ მოწყობილობებთან და ინტერნეტთან (სოფელში არ გვაქვს უწყვეტი ინტერნეტი) დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემები.
მოსწავლეების ნაწილი ვერ ახერხებს სრულფასოვნად ჩართვას საგაკვეთილო პროცესში, გვყავს მოსწავლეები რომლებიც მხოლოდ სატელეფონო სახის კონტაქტს ახერხებენ.
მასწავლებელი სოციალური საკომუნიკაციო სივრციდან ეტაპობრივად გადავიდნენ Microsoft teams-ში, გააქტიურდა მოსწავლეთა პირადი ფოსტები, პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს მშობლებთან და მოსწავლეებთან სატელეფონო კომუნიკაცია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო