სანავარდოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
27-03-2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის სანავარდოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სრულად დასუფთავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია.

„ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, სანავარდოს საჯარო სკოლა სათანადოდ რეაგირებს და ზედმიწევნით ასრულებს მითითებულ ინსტრუქციებს. სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. სკოლა სრულ წესრიგშია ამ მხრივ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203