თბილისის N71 საჯარო სკოლაში ტრენინგი -„ენდოკრინული დაავადებების პრევენცია“ ჩატარდა
06-02-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლაში სამედიცინო ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება საინტერესო იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. სკოლის დირექტორი მადლობას უხდის ტრენინგის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

„ჩვენს სკოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა საზოგადოებამ ჩაატარა სამედიცინო ტრენინგი - „ენდოკრინული დაავადებების პრევენცია“.

ორგანიზაციის მიზანია მცირედი წვლილის შეტანა ვირუსების საპრევენციო ღონისძიებაში. ამასთანავე, სკოლის ექიმისა და ადმინისტრაციისთვის ხელშეწყობა, პირველადი დახმარების სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფაში.

დიდი მადლობა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორს, თამარ დვალს, ასევე, VI-VII კლასების მოსწავლეებს, სკოლის ექიმსა და ბიოლოგიის პედაგოგებს მონაწილეობისთვის!“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203