
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარას საჯარო სკოლა ონლაინ-სწავლებაში ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისტანციურ სწავლებაში და მათ ეს პროცესი ძალიან მოსწონთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.