მახუნცეთის საჯარო სკოლის შენობა და ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
27-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის საჯარო სკოლაში სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის დირექცია ზრუნავს მოსწავლეებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, ამიტომ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, დერეფნები და კაბინეტები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203