
შოთა ანანიძის საეხელობის ქედის მუნიციპალიტეტის ცხმორისის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სპეციალური ხსნარებით შეიწამლა საკლასო ოთახები, დერეფნები, საპირფარეშოები. შემდეგ კი სველი წესით დამუშავდა სასკოლო ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები