ძენწმანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
27-03-2020
ქედის მუნიციპალიტეტის, ძენწმანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„დამუშავდა სკოლა და მიმდებარე შენობა-ნაგებობები. მათ შორის სოფელ ძენწმანის, სოფელ კორომხეთისა და სოფელ ცხემნის დაწყებითი კლასები“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.