COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, გეგელიძეების საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
27-03-2020
ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.