
ქედის მუნიციპალიტეტის, მახუნცეთის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო.
მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის სკოლა ძირითადად სოციალურ ქსელ facebook-ს იყენებს.
„არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოგეხსენებათ, სკოლების უმრავლესობა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა online სწავლების მარტივი პლატფორმა - teams, zoomi და ბევრი სხვა. მიუხედავად ამისა, ჩვენი სკოლის ბენეფიციარებს და ზოგიერთ პედაგოგს არ გააჩნია კომპიუტერთან წვდომა, მოსწავლეების უმრავლესობა გამოიყენებს მობილურ ინტერნეტს (ყიდულობს gb) შესაბამისად, ჩვენი სკოლა აქტიურად სარგებლობს facebook ჯგუფებით. შექმნილია კლასები და ცხრილის მიხედვით ხდება პედაგოგების ჩართვა“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.