
წალკის მუნიციპალიტეტის, წინწყაროს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მასწავლებლები აქტიურად იყენებენ დისტანციურ საკომუნიკაციო არხებს და მაქსიმალურად აწვდიან მასალებს მოსწავლეებს.
„16 მარტიდან ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა messenger-ის საშუალებით, ხოლო 23 მარტიდან სამინისტროს რეკომენდაციით სწავლა დაიწყო microsoft teams-ის საშუალებით“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი, ანტეი ტერსენოვი.